პრემიერმა პრესკონფერენციაზე პენსიონერების სესხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება განმარტა
პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დეტალურად განმარტა პენსიონერების სესხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდან არის დაწესებული.
გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია – „მოამბე“ სპეციალური გამოშვება #LIVE