„ახალი სახელმწიფო საავადმყოფოს აშენება სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესია. ამასთან, უნდა გამოიძებნოს სწორი გზა, რათა დაცული იყოს კოლექტივის ინტერესებიც.“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ის მზადაა ღია საუბრისთვის და უნდა გამოინახოს პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზა. შეგახსენებთ, რომ დღეს იგეგმება პრემიერის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და რესპუბლიკური კლინიკის იმ მედპერსონალთან, რომელიც რეორგანიზაციას და კლინიკის შენობის დემონტაჟს ეწინააღმდეგება.
ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია – „მოამბე“ სპეციალური გამოშვება #LIVE