საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დასრულებულია. მთავრობის მეთაური და ქართული დელეგაცია აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გააცილეს.
პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი მედიასთან შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.