ირაკლი კობახიძის და ერდოღანის შეხვედრა დასრულებულია.
საქართველოს პრემიერი თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. თურქეთის პირველი პირი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე მიუთითებს. უსაფრთხოების გლობალური გამოწვევები, უკრაინის ომი, სტრატეგიული სავაჭრო-ენერგეტიკული პროექტები, შუა დერეფნის პერსპექტივა, ღაზის სექტორში არსებული ვითარება დღის წესრიგის მთავარი თემებია. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც განიხილეს. „იმედია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“, – ასეთია ერდოღანის გზავნილი.
თურქეთი მზად არის, საქართველოს უმსხვილეს ენერგეტიკულ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. სტრატეგიული პარტნიორები ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლების გაზრდაზეც შეთანხმდნენ. შეხვედრაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობასაც გაესვა ხაზი.
„მოამბე“ ანკარიდან.