სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციები - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
სხვაგვარად ფიქრობენ მთავრობაში. პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართულ კონსულტაციებსა და განცხადებებს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, თვენახევარში სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის მთელი სიმკაცრით, თანამდებობიდან იქნება გადაყენებული. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, პრემიერმა თქვა, რომ პრეზიდენტს ქვეყანაში იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება უნდა, რომელიც ცენზურითა და ტელევიზიების მიტაცებით გამოირჩეოდა. ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას მარცხს უწინასწარმეტყველებს.