პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ

„რუსეთი ვერ შეძლებს, არსებითად, რაიმე სახის გავლენა მოახდინოს დაგეგმილ არჩევნებზე, საქართველოში რუსეთს არ აქვს გავლენა“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, EURONEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. Euronews-მა ინტერვიუს ამონარიდი გამოაქვეყნა, რომლის სრული ვერსიაც ტელეეთერში პარასკევს გავა. „არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის ქონას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.