„გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ, მაგალითად, ეკლესიაზე თავდასხმა ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, „სწორედ ამიტომ ეშინიათ გამჭვირვალობის, რადგან მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა“.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „გამჭვირვალობის კანონი ხელს შეუწყობს იმას, რომ თვისებრივად გაიზრდება დონორების პასუხისმგებლობის საკითხი“.
#გადაწყვეტილება ინტერვიუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან #LIVE