პრემიერ-მინისტრის მოწოდება ანტიკორუფციულ ბიუროს.
ირაკლი კობახიძე რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას მიმართავს და მოუწოდებს გადახედოს გადაწყვეტილებას, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა. სახელმწიფო ინტერესებისთვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას, – წერს პრემიერ-მინისტრი.