„ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა – უსამართლო დოკუმენტს ისეთივე ჩალის ფასი აქვს და ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სამი რეზოლუცია“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის, რათა მოახერხონ ასეთი სცენარის განვითარება. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციის დასკვნა არჩევნების შემდეგ, 30 ოქტომბერს გამოქვეყნდება.