„ისფედის“ არასწორ მონაცემზე წლების შემდეგ ამერიკის საელჩოს გამოხმაურებას მანიპულაციად აცხადებს პრემიერი.
ირაკლი კობახიძემ განცხადება ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც არჩევნებამდე 23 დღით ადრე, მმართველმა პარტიამ მხარდამჭერთა კლუბი გახსნა. კლუბი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს გააერთიანებს, რომლებიც არჩევნების წინ სხვადასხვა ღონისძიებას და აქტივობას დაგეგმავენ. იქნება შეხვედრები მოქალაქეებთან. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. კლუბს ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს.