პრემიერ-მინისტრის განცხადება

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი – ომით ან შერიგებით. ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება კი, ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია.“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ურთიერთპატიებისა და ქართულ-ოსური შერიგების შესახებ არაჯანსაღ აჟიოტაჟს ქმნის და სპეკულაციურ გზავნილს აჟღერებს.