მოახლოებული არჩევნები, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის შემთხვევები და რისკები, პოლიტიკური ვითარება და დასაქმების მაჩვენებელი, – ესაა იმ თემების ნაწილი რაზეც ქვეყნის პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. განცხადებები გაკეთდა ბახმაროში მიმმიდნარე სახალხო დღესასწაულზე, სადაც კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.