პრემიერ-მინისტრის განცხადება

„ავტორიტარიზმის ფესტივალი საქართველოში არ შედგება. დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი შედგება 26 ოქტომბერს, როცა გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფინანსდება ავტორიტარიზმის ფესტივალები, მეტყველებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ ვიღაცას სურს, საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი.