საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოჯახის სიწმინდის დღეს ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საპატრიარქოს თხოვნით, დღევანდელი დღე უქმედ გამოცხადდა. ირაკლი კობახიძე დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ყველა მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული.