მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული ყველა დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მახათას მთაზე ჯარის ქალაქი დაათვალიერა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
5-6 ივლისის მოვლენები, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი, შარლ მიშელის დაგეგმილი ვიზიტი და ვაქცინაციის პროცესი იყო ის მთავარი თემები, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
ნათია ქენქაძე გაგვაცნობს პრემიერის განცხადებებს.