პრემიერ-მინისტრის განცხადება

„დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა“, – მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ამერიკის საელჩოს მადლობას უხდის. ირაკლი ღარიბაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. მისი განმარტებით, ახლა მთელი ძალისხმევა ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად უნდა იყოს მიმართული.

მოამბე