ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ვიქტორ ორბანს და მის დელეგაციას საქართველოში, ეს ვიზიტი ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ მეგობრობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება“. უნგრეთის მხარდაჭერით წინ მივიწევთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ერთად ვაფართოებთ თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში და ვაძლიერებთ თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ორი დღის განმავლობაში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.