ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, კანდიდატებისთვის და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა, – ეს ანჯეი დუდას განცხადებაა, რომელიც მან რეიკიავიკში გააკეთა. სამიტის ფარგლებში, ჩვენმა ქვეყანამ არაერთი მხარდამჭერი გზავნილი მიიღო პარტნიორებისგან.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, უნდა დაჩქარდეს ევროინტეგრაციის პროცესი, რადგან ქართველი ხალხის სურვილი ნათელია. განცხადება გააკეთა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან ყველა საკითხში მჭიდროდ თანამშრომლობენ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ მთელ რეგიონზე, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოზე იმოქმედა.