საქართველოს პრემიერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზეც მოუსმინეს. ირაკლი კობახიძემ გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ ილაპარაკა და ხაზი გაუსვა მშვიდობასა და ადამიანის უფლებების რეალიზაციის მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ სიტყვის გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომსა და აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.