ლიეტუვაში როდესაც იბარებენ საქართველოს ელჩს, საქართველოში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, საჭიროებს რეაგირებას, ეს არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში აქციაზე გამოსვლას შეეხებოდა, გაუგებარი უწოდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ელჩი ლიეტუვაში რამდენიმე დღის წინ დაიბარეს. გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი იმყოფებოდა, რომელსაც საგარეო უწყების ცნობით, განემარტა, რომ ლიეტუვის წარმომადგენლების ქმედებები საქართველოს „შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა“.