გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილს თანაგუნდელებმა ტაშით რამდენჯერმე გააწყვეტინეს, – სახელისუფლებო პარტია პრემიერის გამოსვლით კმაყოფილია. რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის შეფასებები, „ქართული ოცნების“ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მთავრობის მეთაურს საპარლამენტო ტრიბუნიდან ახალი არაფერი უთქვამს და მისი პოზიცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რეალობას აცდენილია.
როგორია მხარეთა პოზიციები, – პოლიტიკური შეფასებებით კესო ქაფიანიძეა პირდაპირ ეთერში.