პრემიერ-მინისტრის ანგარიში - შეფასებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში
2022 წლის შემაჯამებელ ანგარიშს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში.
მმართველი პარტიის ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს დღეს არაერთი საქებარი სიტყვა მიუძღვნეს. განსაკუთრებული აქცენტი გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მონაცემებზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და საგარეო ვალის შემცირებაზე გაკეთდა. რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის პოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის მეთაურს ყველა მიმართულებით მწვავედ აკრიტიკებენ, პირველ რიგში კი ომში მყოფი უკრაინის მიმართ დაკავებული პოზიციის გამო. ვნებათაღელვა გამოიწვია ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებამაც, რომლის მიხედვით საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისგან გასხვავებით, კანდიდატის სტატუსის ნაცვლად ევროპული პერსპექტივის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სტატუსზე უარი „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული არასწორი პოლიტიკის შედეგია.