პრემიერმა მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოლო ანგარიში ჩააბარა.
მთავრობის მეთაურის გამოსვლამ ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა. ირაკლი კობახიძის ანგარიში ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩმა“, ევროპელმა სოციალისტებმა და თეონა აქუბარდიამ მოისმინეს, დანარჩენი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ექვსსაათიანი გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს მისი პრემიერად დანიშვნის შემდგომ განხორციელებული პროექტები და ჩატარებული სამუშაოები გააცნო. მთავარ გამოწვევად ოკუპაცია და სიღარიბე დასახელდა, პრიორიტეტად კი ჯანდაცვის და განათლების სფეროები. დაანონსდა გარკვეული ცვლილებები და ინიციატივებიც. უახლოეს პერიოდში პატიმართა ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება იგეგმება. მოსმენას ოპონენტების კრიტიკის და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია.