ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიღწევა იყო საკითხი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში საკუთარი წლიური მოხსენება დაიწყო.
ირაკლი კობახიძემ საკანონდებლო ორგანოში ყურადღება გაამახვილა საგარეო კურსზე, შიდა პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. მთავრობის მეთაურის მოხსენებას ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი დაესწრო.