საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიებას ბერლინი მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი მიზანი უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა. განსახილველ თემებს შორის არის ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.