პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდნენ. განიხილეს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულთა შერჩევის კრიტერიუმები, შეფასების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათ სტუდენტებს ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების ახალი ხედვაც გააცნეს. პრეზენტაციის შემდგომ, აუდიენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, სტაჟირების პროგრამის დაწყებიდან პირველივე წელს უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას ყველა საჯარო დაწესებულებაში, რომელზეც ვრცელდება სტაჟირების მარეგულირებელი ნორმები. კერძოდ, 2024 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უწყებებში დაახლოებით 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას სასურველ რეგიონში. მონაწილეთა შერჩევა 2024 წლის ივლისში დაიწყება – საჯაროდ გამოქვეყნდება ვაკანსიები, მოთხოვნები და კრიტერიუმები, შემდეგ კი დაიწყება განაცხადების მიღების პროცესი.