პრემიერ-მინისტრი რუსთავში ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. პროექტი ფინალურ ეტაპზეა, რომლის მიზანი, რუსთავში ინფრასტრუქტურული, შემეცნებითი, სპორტული და გამაჯანსაღებელი გარემოს გაუმჯობესებაა. ასევე ინვესტორის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს სხვადასხვა კონცეფციის დამუშავება სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებისა და განვითარების მიმართულებით.