საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. მთავრობის მეთაური დღეს სომხეთს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე მზადდება გიორგი გახარიას ვიზიტი თურქეთში.
პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.