პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

12:15, 15.10.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. მთავრობის მეთაური დღეს სომხეთს ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე მზადდება გიორგი გახარიას ვიზიტი თურქეთში.

პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

მსგავსი