საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამის დირექტორს, ჯონ დიპიროს შეხვდა. საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და ხაზი გაუსვეს საარჩევნო კამპანიის ჯანსაღ გარემოში წარმართვისთვის პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას.