თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, პრემიერი მზად არის დატოვოს თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გია გაჩეჩილაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს. ეს პრემიერის განცხადებაა, რომლითაც ის გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს გამოეხმაურა.
გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია სიტროენ ჯორჯიამ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.
მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. პრემიერის განცხადებით, ხეჩიკაშვილი ღირსეული ადამიანია და მისთვის მიუღებელია როდესაც მისი გუნდის წევრებს ლანძღავენ, მას კი აქებენ. განცხადება დღეს გია გაჩეჩილაძემაც გააკეთა. მისი თქმით, თუ კონკურენციის სააგენტო ტენდერებზე არგუმენტირებულ პასუხს გასცემს, მზად არის ბოდიში მოიხადოს.