საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. 79-ე სესიის მონაწილეების წინაშე ირაკლი კობახიძე განხორციელებულ რეფორმებზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ისაუბრებს. მანამდე კი ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა და მის ოფიციალურ მიღებასაც დაესწრო. ღონისძიება ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. ნიუ იორკში ასამბლეის გენერალური დებატები გუშინ გაიხსნა და 30 სექტემბერს დაიხურება.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.