ხვალ გაერო-ს ტრიბუნას საქართველოს პრემიერი დაიკავებს.
ახლა მსოფლიოს ყურადღება ნიუ იორკისკენ არის მიმართული, სადაც გენერალური ასამბლეის სესიის გენერალური დებატები გაიხსნა. სამშვიდობო პოლიტიკა, მიმართვა საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს, უსაფრთხოება, ეკონომიკა – ცნობილია რამდენიმე მიმართულება, რისთვისაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა იქნება გამოყენებული. ბოლო თვეებში საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოფნა, მისი მხრიდან გაჟღერებული გზავნილები და შეხვედრები კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან. დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის სახელით დაგეგმილი ოფიციალური მიღება, რომელსაც საქართველოს მთავრობის მეთაურიც დაესწრება.
რა მოლოდინი აქვს ქართულ დელეგაციას და რა თემები იქნება აქცენტირებული ირაკლი კობახიძის ხვალინდელ გამოსვლაში, – „მოამბე“ ნიუ იორკიდან.