საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ნიუ იორკში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მომავლის სამიტში, რომელიც გერმანიის კანცლერის და ნამიბიის პრეზიდენტის ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტიერეშთანაც. სამიტს ერთი კვირის განმავლობაში 200-მდე ქვეყნის დელეგაცია დაესწრება.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით ნიუ იორკიდან.