ბუდაპეშტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს მასპინძლობს. მასში დელეგაციასთან ერთად საქართველოს პრემიერიც მიიღებს მონაწილეობს. სამიტზე ძირითადი განსახილველი თემა ევროპის უსაფრთხოებაა. გათვალისწინებულია თემატური დისკუსიების გამართვა მიგრაციის და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.
სალომე ქოქიაშვილი აშუქებს სამიტს.