პოსტსაარჩევნო კრიზისის გეგმა

რისთვის ემზადება ოპოზიცია – არჩევნების დღისთვის თუ მომდევნო პერიოდისთვის. მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებები, გავლენიან საერთაშორისო გამოცემებში ბოლო დღეებში გაჟღერებულმა გზავნილებმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია, სადაც ავტორი 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს პროგნოზირებს და დასავლეთს ანტიკრიზისული გეგმის მომზადებას ურჩევს. ანალოგიური ნარატივი იკითხება „ვაშინგტონ პოსტის“ პუბლიკაციაშიც. კიდევ ერთ ცნობილ გამოცემასთან ინტერვიუს დროს ამ მხრივ მნიშვნელოვან აქცენტებს სვამს „ქართულ ოცნებასთან“ მწვავედ დაპირისპირებული პრეზიდენტი, რომელიც არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხში დარწმუნებულია და მხარდაჭერის მხოლოდ 25%-იან მაჩვენებელს უწინასწარმეტყველებს. სალომე ზურაბიშვილი იმ გზავნილებსაც აკონკრეტებს, რასაც ევროკავშირისგან ელოდება. მოსალოდნელია თუ არა არჩევნების შემდეგ პროცესების ქუჩაში გადანაცვლება, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ოპოზიციის ლიდერები არჩევნების შედეგების გაყალბებაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ- ნოდარ ჩაჩუა დაინტერესდა, რატომ გახშირდა დასავლურ მედიაში პოსტსაარჩევნო კრიზისებზე სტატიები.