პოლონეთის საელჩომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღე გარბენით აღნიშნა

საქართველოში პოლონეთის საელჩომ პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე გარბენით აღნიშნა. ლისის ტბის ტერიტორიაზე ორგანიზებული შეჯიბრის მონაწილეები სამახსოვრო მედლებით დაჯილდოვდნენ. გარბენში საქართველოში მცხოვრები პოლონელები, ქართველები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სტუმრებს შორის იყო ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.