„სამეფო უბნის თეატრში“ თანამედროვე პოლონელი დრამატურგების პიესებს კითხულობენ.
თბილისში პოლონური დრამატურგიული პიესების ფესტივალი დაიწყო. პიესების პარალელურად ქართულ სცენაზე ცნობილ სატელევიზიო ტელესპექტაკლებსაც წარმოადგენენ. დრამატურგების ნაწილი საქართველოშია და საკუთარ გამოცდილებას ქართველ მაყურებელს უზიარებს.