მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ტრიბუნამ“ საარჩევნო სია წარადგინა. პირველი ნომერი გურამ აბსნაძეა. აღინიშნა, რომ პარტიის მთავარი მიზანი, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდგომ, საზოგადოებისთვის იმ ღირებულებების დაბრუნებაა, რომელიც საქართველოს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ჰქონდა. პარტიულ სიაში წარმოდგენილნი არიან, როგორც ,„ტრიბუნას“, ასევე „ეროვნული თანხმობისა“ და „სამართლიანობის აღდგენის“, წევრები.