არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება, რუსეთის პასუხისმგებლობა, შერიგების პოლიტიკის აუცილებლობა, – ამ მიმართულებებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო იქნება მტკიცე და გადადგამს ნაბიჯებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც აწამეს არჩილ ტატუნაშვილი, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას შერიგების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე, შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიცია ხელისუფლების არათანმიმდევრულ ქმედებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დაგეგმილი ნაბიჯების მართებულობაზე მიუთითებს.