პოლიტიკური შეფასებები პრემიერის განცხადებაზე

15:05, 27.03.2018

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება, რუსეთის პასუხისმგებლობა, შერიგების პოლიტიკის აუცილებლობა,  – ამ მიმართულებებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.  გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,  რომ სახელმწიფო იქნება მტკიცე და გადადგამს ნაბიჯებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც აწამეს არჩილ ტატუნაშვილი, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას შერიგების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე, შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიცია ხელისუფლების არათანმიმდევრულ ქმედებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დაგეგმილი ნაბიჯების მართებულობაზე მიუთითებს.

მსგავსი