უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტია უწოდეს უმრავლესობაში დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, გუშინ გამართული აქციის გამოხმაურებისას. მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციური პარტია მწვავედ გააკრიტიკეს.
პასუხისმგებლობას მსგავს შეკრებებზე მისვლასთან დაკავშირებით, უშუალოდ მხარდამჭერებს აკისრებს „გირჩი“. ზოგადი კომენტარი გააკეთა „შრომის პარტიის“ ლიდერმა და თქვა, რომ კანონში პანდემიის პირობებში, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები გაწერილი არ არის და ყველა პოლიტიკურმა ძალამ კანონმდებლობის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.