მაღალი ფასები, ემიგრაცია, გაჭირვება და სოციალური პრობლემები – ამ თემებზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ისაუბრეს. სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ნადირაძე და გია ჯაფარიძე სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. ლიდერებმა ამომრჩევლებს კოალიციის ხუთი პრიორიტეტი გააცნეს, რომელიც, მათივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში 14-მილიარდიან ინვესტიციას, ევროკავშირში გაწევრიანების გზებსა და საპენსიო სესხების შემცირებას გულისხმობს.