პოლიტიკური პარტიების საარჩევნო გეგმები

საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მატულობს.

ოპოზიცია გადაჯგუფებებს ჯერ არ ჩქარობს და მოსალოდნელ კონფიგურაციებზე მხოლოდ მინიშნებებით საუბრობს. პარტიების ნაწილს დამოუკიდებელი გეგმები აქვს, თუმცა მოსალოდნელია ახალი ალიანსებიც ძველი სახეებით. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესების, „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფის და მისგან სხვა პარტიების დისტანცირების ფონზე ხელისუფლება ოპონენტების შანსებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს და ოქტომბრის ბოლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებასაც კი არ გამორიცხავს. მმართველი გუნდი პროგნოზს ბოლო თვეების სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებითაც ამყარებს. ანალოგიური სკეპტიკური დამოკიდებულებაა ოპოზიციის მხრიდანაც. ოპონენტები „ქართული ოცნების“ მარცხში დარწმუნებულები არიან და სწორედ კლებადი რეიტინგით ხსნიან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასაც. სავარაუდო საარჩევნო კონფიგურაციებს და შანსებს სალომე ქოქიაშვილი არკვევდა.