პოლიტიკური პარტიების საარჩევნო აქტივობები

საპარლამენტო არჩევნებამდე 37 დღე რჩება – პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიას განაგრძობენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან პოტენციურ ამომრჩევლებს და მათ საარჩევნო პროგრამებს აცნობენ. ასევე სთავაზობენ პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვას. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გაზრდილი პენსია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განათლება – ეს არის მიმართულებები, რაზეც პოლიტიკოსები ძირითად აქცენტს აკეთებენ.

26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრებს აირჩევს.