საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურებიან პოლიტიკურ პარტიებში.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არჩევნები კანონის დაცვით ჩატარდა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მეორე ტურში საკუთარი კანდიდატის გამარჯვებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენა.