ხმაურიანი აღმოჩნდა დღევანდელი პოლიტიკური დებატები.
ვითარება პარლამენტის დარბაზში სხდომის დაწყებისთანავე დაიძაბა. ოპოზიციონერ დეპუტატ ნატო ჩხეიძესთან პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვიერი დაპირისპირება მწვავე ურთიერთბრალდებებით გაგრძელდა. ე.წ. ვეტინგის მოდელი სასამართლო სისტემაში, სადავო კანონპროექტები და ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები დებატების მთავარი თემები იყო. რიტორიკა ამჯერადაც არ შეუცვლია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის წევრებმაც საკუთარ გამოსვლებში აქცენტები მხოლოდ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე გააკეთეს.