პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იყო პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკური დებატების ფორმატი ისევ ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს. ოპოზიციის შეფასებით, პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დადებით შედეგს ვერ მოუტანს. მწვავე პოლიტიკური განცხადებების თემა იყო კანდიდატის სტატუსი და ევროკომისიის რეკომენდაციებიც. ოპოზიციის ნაწილი დღესაც ამტკიცებდა რომ 12 პუნქტი არაჯეროვნად არის შესრულებული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის. ბრალდებებზე საპასუხოდ მმართველი გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტების მთავარი მიზანი ახლა ხელისუფლების დისკრედიტაციაა. „ქართული ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ობიექტურად იმსახურებს.