პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

მწვავე ურთიერთბრალდებები ისმოდა დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

პოლიტიკური გამოსვლები საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. დაპირისპირების მთავარ თემად ამჯერად საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. ოპონენტები დაინტერესდნენ, რატომ არ დაუწესა თბილისმა მოსკოვს სანქციები და რატომ არ თქვა უარი ფრენების განახლებაზე. საპასუხო განცხადებების დროს მმართველმა გუნდმა ოპოზიციას წინა ხელისუფლების მიერ სწორედ რუსეთთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები შეახსენა. ბუნებრივია, ყურადღების მიღმა სწორედ ავიამიმოსვლის აღდგენის გამო ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით გამოცხადებული დემარშიც არ დარჩენილა – ევროპის ქვეყნების ელჩების გუშინდელი გზავნილი მმართველი პარტიისთვის გაუგებარი და მიუღებელია.

დარბაზში სიტუაცია დღეს რამდენჯერმე გამწვავდა.