ემუქრება თუ არა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო საქართველოს აეროპორტებს სანქცირება – საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად იქცა პარლამენტში.
პლენარულ სხდომაზე გამართული დღევანდელი დებატები, როგორც მოსალოდნელი იყო, ურთიერთბრალდებების რეჟიმში წარიმართა. ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატების მტკიცებით, „აზიმუტ-ეარლაინსი“ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი, რომელიც პირობას დებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ვერც ერთი სანქცირებული რუსული ხომალდი ვერ შემოვა. პუტინის გადაწყვეტილებას ოპოზიცია ხელის შემშლელ ბარიერად განიხილავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კონტექსტშიც. ავია-მიმოსვლის განახლების გარდა დებატები ხმაურიანი აღმოჩნდა ე.წ. ქოლ-ცენტრების და სისხლის სამართლის რამდენიმე გახმაურებული საქმის გამოც.